15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
მე ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის - ხატია დეკანოიძე

მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალების კვლა, ეს უმძიმესი დანაშაულია და ამაზე სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა.

"სანამ ჩვენ მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამაზე, ეს დარჩება დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთი შემაშფოთებელ მოვლენას, როდესაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს. ქალების კვლა, ეს არის უმძიმესი დანაშაული და პირველ რიგში ამაზე სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა - განსაკუთრებით კი მოვუწოდებ პოლიტიკოს კაცებს, რომ ხმა ამოიღონ,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები