15 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
"ჩვენი მიდგომაა, რომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს ის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ნებისმიერი ადამიანის და არა პარტიული კუთვნილებით" - ირაკლი ზარქუა

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში კეთდება. მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია შერჩევის კრიტერიუმი დამოუკიდებლობა იყოს და შეირჩეს მიუკერძოებელი კანდიდატი. 

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოსავალი კონსულტაციებშია და "ქართული ოცნება" ამისთვის მზად არის.

"ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ კანდიდატების არჩევას, თუ იქნება კონსესუსი ოპოზიციურ ჯგუფებთან. სხვა შემთხვევაში, ქართული ოცნების გუნდს არ აქვს საკმარისი ხმები. ჩვენ რა თქმა უნდა ერთადერთი გამოსავალი მიგვაჩნია კონსულტაციებში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა დავაახლოვოთ პოზიციები და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

იცით, რომ დაანონსებულია ასევე რომ ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, შეჯერდება პოზიციები და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მთავრი მიდგომაა, საქართველოს პარლამენტმა აირჩიოს ის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ნებისმიერი ადამიანის და არა რომელიმე პარტიული კუთვნილების.

"ჩვენი მიდგომა არის ასე, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს ის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ნებისმიერი ადამიანის და არა პარტიული კუთვნილების, როგორც გვყავს ახლა. შეგნებულად, ბოლო საკომიტეტო მოსმენაზე ყველას დავუჭირეთ მხარი ანუ ყველა იმ კანდიდატს, ვინც უარი არ თქვა გასაუბრებაზე ან ნებაყოფლობით არ ჩაეხსნა. ყველას მხარი დავუჭირეთ და ასე გავიდა დადებითი რეკომენდაციებით სხდომაზე," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ ერთ საათში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან კონსულტაციები იწყება. შეხვედრას ოპოზიციაც დაესწრება. მთავარი თემა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესია.

 

 

 

 

 

დღის ამბები