15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
ის, რაც ენმ-ს სურდა, რომ ქვეყნისთვის დაემართა, თავად ემართებათ - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ენმ-ში არის კრიზისი და ეს დაძაბულობა ამ პარტიას, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, შეიწირავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება სრული კრიზისი და ასე ვთქვათ, საკუთარი უუნარობის დემონსტრირება, რაც ალბათ, საბოლოო ჯამში, ამ პარტიას, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, შეიწირავს. ისინი, ვისთანაც არ უნდა გაერთიანდნენ და საზოგადოებასთან სამომავლო ურთიერთობისთვის რა ფორმაც არ უნდა გადაწყვიტონ, ცხადია, ამ პარტიის ნეგატიური შიგთავსი და კონტექსტი, ის, რაც ენმ-ს სურდა, რომ ქვეყნისთვის დაემართა, მათ თავად ემართებათ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი

დღის ამბები