15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
გავაგრძელებთ კონსულტაციებს და ვიმედოვნებ, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ყველამ ერთად კონცენტრირება ერთ კანდიდატზე - მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის არჩევაზე

"ვიყოთ ოპტიმისტები. დღევანდელ შეხვედრას ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ სახელი, რომ ეს იყო შეხვედრა, სადაც ოდნავ წინ წავიწიეთ. იქიდან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე და კონსულტაციების გაგრძელებაზე შევთანხმდით" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არის თეორიული პატარა შანსი, რომ მხარეები ერთიან კანდიდატის არჩევაზე შეთანხმდნენ. მან შეხვედრას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ოპტიმისტური უწოდა. 

"დღეს, ულტიმატუმების ენაზე საუბარი ნამდვილად  არ ყოფილა და ასევე შემიძლია გითხრათ, რომ იყო საუბარი, თუ ვის აქვს თეორიული შანსი. დღეს არ გვქონდა ილუზია, რომ რომელიმე ერთ კანდიდატზე შევთანხმდებოდით. პოზიტიურ კონტექსტში შეიძლება ბევრი ვილაპარაკეთ, რომ კარგია ეს და რატომ არის კარგი, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არც მიცდია მე თვითონაც. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი იყო ამის ილუზია, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ. წრე ამით უფრო ვიწროვდება და შესაბამისად, ყველა შეხვედრაზე 19 და 14 კანდიდატზე არ ვილაპარაკებთ, უფრო ვიწრო წრეზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, არც გვარებზე არ ვისაუბრებთ, ვინც გამოვრიცხეთ იქიდან გამომდინარე, რომ  კანდიდატები, რომლებზეც შევთანხმდით, რომ არც ოპოზიცია და არც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს შემდგომი განხილვის დროს, მაგიდაზე, რომ მათ სახელი და გვარები დავწეროთ აზრი არ ექნება. ამაზე შევთანხმდით. ამიტომ, შეგვიძლია წინ წავიწიეთ, ასე დავარქვათ დღევანდელ შეხვედრას. თუმცა, კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არ ყოფილა. უფრო ვიწრო წრესთან მიმართებით ჩვენ გვაგრძელებთ შემდგომ კონსულტაციებს. ჩვენს გუნდს ორშაბათი დღე გვჭირდება ამისათვის, რომ ტრადიციულად სასესიო კვირაა და უმრავლესობაა სხდომაა, იქ ვისაუბრებთ ჩვენ და შემდეგ კვირაში, ანუ უმრავლესობის სხდომის შემდგომ გავაგრძელებთ  კონსულტაციებს და ვიმედოვნებ, რომ გაჩნდა რაღაც, დიდი ვერ ვიტყვი ვერ მოვატყუებ ვერავის, მაგრამ პატარა თეორიული შანსი, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ჩვენ ყველამ ერთად კონცენტრირება ერთ კანდიდატზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები