15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ომბუდსმენი უნდა იყოს მისაღები "ქართული ოცნებისთვის", რომელიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენს - შალვა პაპუაშვილი

საკითხზე, ვინ ჩაიბარებს სახალხო დამცველის მანდატს, საკანონმდებლო ორგანოში კონსულტაციები გრძელდება, თუმცა დახურულ კარს მიღმა ნათქვამზე გარეთ არავინ საუბრობს.

ვინ ამოიშალა სიიდან? - სახელები და გვარები ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია რაოდენობა, ომბუდსმენობის კანდიდატთა სია განახევრებულია. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კი საკითხზე კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პროცესის დისკრედიტირების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"ვნახეთ, რომ იყო მცდელობა ნაწილის მხრიდან მოეხდინათ პროცესის დისკრედიტირება. პროცესში დასაწყისშივე კანდიდატების ალტერნატივაზე არც კი ფიქრობდნენ. მთავარი პირობა არის ის, რომ უნდა იყოს მისაღები იმ კოალიციური უმრავლესობისთვის, რომლისთვისაც საჭიროა ომბუდსმენის არჩევა. ომბუდსმენი უნდა იყოს მისაღები "ქართული ოცნებისთვის", რომელიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აღნიშნავს, რომ სამი დამოუკიდებელი კანდიდატია წარდგენილი. 

"რთულია მქონდეს რაიმე ტიპის მოლოდინი, როდესაც საქმე გვაქვს "ქართულ ოცნებასთან". სამი კანდიდატი შევთავაზეთ, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი ანუ არასამთავრობო სექტორიდან," - აცხადებს სამნიძე. 

დღის ამბები