15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობას ჯერ კიდევ აგრძელებს - გააგზავნის თუ არა საქართველო საკუთარ პროექტს კომისიაში 

კიდევ ერთი რეკომენდაცია - ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობას აგრძელებს. ქართულმა მხარემ ოფიციალური პასუხი, ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით მიიღო.

პროექტზე დასკვნა მზად 2023 წელს იქნება, თუმცა ზუსტად როდის, თარიღი ვერ დაკონკრეტდა. ახლა ქართულმა მხარემ უნდა იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია, რომ ქვეყნის პროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის გაიგზავნოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან ოფიციალური პასუხი მიიღეს, რომ უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება.

"ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა. ის არ არის გაწვეული და ჩვეულებრივად, პროცესი მიმდინარეობს. ასევე გვითხრეს, რომ დასკვნა ამ პროექტთან დაკავშირებით, კანონთან დაკავშირებით იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი კონკრეტულად ვერ დაგვისახელეს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილია რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები