15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში ვიზიტისას მის კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში ვიზიტისას მის კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან საუბრისას ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობასა, და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას დაუთმო. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთის სამეფო იყოს ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან კონკრეტული და ძლიერი სიგნალები მივიღეთ მინისტრისგან, რომ ესპანეთისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის.

შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის გამეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა რათა შესრულებული იყოს ის 12 პუნქტი, რომელიც მიღებულია ევროკავშირის მხრიდან,“ - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები