კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შიდა ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. სემინარის მონაწილეები უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნენ. განიხილეს პრაქტიკული საქმეებიც.