"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევის პროცესს მმართველი გუნდი აფასებს. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ოპოზიციურ პარტიაში შიდა დაპირისპირება და ბრძოლა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა "ნაციონალურ პარტიაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტია ჭაობშია.
"პარტიის თავმჯდომარედ მარტო ხაბეიშვილის დასახელების პრეცედენტი რად ღირს იმის შესაფასებლად, თუ რა მძიმე კრიზისულ ვითარებაში იმყოფება "ნაციონალური მოძრაობა" და ეს ჭაობში მყოფი პარტია, რაც უფრო მეტს ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას ვითომ ძველი სახეების წინ წამოწევით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად მერაბიშვილი მით მეტად ეფლობა.
2024 წლისთვის საერთოდ დიდი შანსია ეს პარტია პოლიტიკური სპექტრიდან გაქრეს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ენმ როგორც პარტია დიდი ხანია აღარ არსებობს.
"ენმ, როგორც პარტია დიდი ხანია აღარ არსებობს ეს არის გარკვეული შეთქმულთა ბანაკი. დღეს რა პროცესიც მიდის ეს არის გამოძახილი საზოგადოების მხრიდან დეგრადაცია ადამიანების და შეჯიბრი ვინ უფრო ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.