საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რათა რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროპა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ეკონომიკურ კრიზისთან და უკანონო მიგრაციასთან ერთად გამოწვევებში ორბანმა უკრაინის ომიც დააასახელა.
მან სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. როგორც ორბანი აღნიშნავს, ომის გამო ენერგორესურსებზე ფასის ზრდა და ევროკავშირის სანქციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რეცესიის თავიდან აცილებას რთულს ხდის.