25 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი მონასტერი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფუნქციონირება დაიწყო - ერთი დღე შემოქმედის დედათა მონასტერში

დღეს, როდესაც სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, გარკვეული ტრადიციების შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გვერდით, ჩვენს სახლებთან ახლოსაც კი არსებობს მონასტრები, სადაც მონაზვნები მთელი მსოფლიოსთვის მშვიდად ლოცულობენ და საკუთარი საქმიანობით, უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ. ეს კი ქვეყნისთვის ალბათ ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი შემოქმედშია - შემოქმედის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერი. გურიის ულამაზეს ბუნებაში, სამი მონაზონი და ერთი სამორჩილე დროს უფლის სამსახურში და ერის ლოცვაში ატარებს. ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი მონასტერია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფუნქციონირება დაიწყო.

ტაძარი 1992 წელს მამა ნიკოლოზ ღლონტმა ააგო. 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები