მაღალი ცხელება, ხველა და ზოგადად რესპირატორული პრობლემები - ამ სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდაზე საუბრობენ ექიმები. მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს, რადგან ინფექციონისტების განმარტებით, იმ ვირუსებთან ბრძოლა, რომელიც ამჟამად ცირკულირებს, ყველაზე მეტად პატარებს უჭირთ.
ინფექციონისტები მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას დეკემბერ-იანვარში ვვარაუდობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.
"მომართვიანობა როგორც კლინიკაშია მომატებული, ასევე, ამბულატორიულ სექტორშიც. მაღალი სიხშირით არის გავრცელებული რესპირატორული ვირუსი და რინო ვირუსი, ასევე, დაახლოებით შემთხვევათა 20% საშუალოდ არის კორონავირუსული ინფექციით განპირობებული. გარდა ამისა, არის გრიპის ა ჯგუფის რამდენიმე შტამი გავრცელებული," - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 დეკემბრამდე უფასოა.