15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
1 იანვრიდან დეკრეტული შვებულება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ანაზღაურდება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნოიშნა, მომავალი წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია თანხები დეკრეტული შვებულების დახმარების გაორმაგებისთვის. 

"ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური, ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი. ჩვენ მანამდე, გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამათან, პრემიერ-მინისტრის თქმით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინება.

დღის ამბები