ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა - 7000 ოჯახზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელსვე, ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
"ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს," - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციითვე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბინების დაკანონების საკითხი განიხილება.
"მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ბინების დაკანონების საკითხს, 85 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართები, რაც მანამდე არ იყო გადაცემული მათთვის," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.