დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს - რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ კლინიკამ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების ნებართვა არ მისცა, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არც ადვოკატებს აქვთ. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დღვანდელ პროცესზე დასწრებას აპირებდა, სასამართლო დღეს საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდს, განიხილავს.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება, საზღვრის უკანონო კვეთაზე მისცემს ჩვენებას.
სასამართლო დარბაზში უკვე შევიდნენ მისი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები. გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას აპირებდა.
"მე დილიდან ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყო. დილით გადასხმას უკეთებდნენ და მაშინ ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ უნდა მოსულიყო," - აცხადებს გიული ალასანია.