ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნის.
„იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და "ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენციის კომისიის დასკვნას. ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული იყოს პროცესი და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.