ნაძალადევის რაიონში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიურები. პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყო.
ბოლო ეტაპის სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ , ნაძალადევის რაიონის გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს.