იმდენად არაკომპეტენტურობისა და გოიმობის ზეიმი აქვთ პარტიაში, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან: მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ჭიაბერაშვილი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"ალბათ გახსოვთ წინა ანონსი, რომელიც "ცხელ შემოდგომას" შეეხებოდა და შემოდგომა, ცხელი, პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად არ აღმოჩნდა. ახლა კი აანონსებენ პოლიტიკურ წარღვნას პარტიაში, ვერ გაუგიათ ვინ ვისია და ვინ რას აკეთებს. ამიტომ ცრუ დაპირებებს, თავისი ამომრჩევლების მიმართ თავი დაანებონ და პარტიას მიხედონ, რომელიც ჩამოეშალათ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კვირის ბოლოს გაირკვევა როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პოლიტსაბჭოს წევრები სავარაუდოდ 2 დეკემებერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. კანდიდატურა შესაძლოა დააყენოს ზურაბ ჭიაბერაშილმაც.