15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
არსებობს კონკრეტული კლანები, ვისაც სურთ გავლენების და სადავეების ხელში ჩაგდება - კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებს, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს პატარ-პატარა კლანები, ვისაც გავლენების ხელში ჩაგდება და სადავეები სურთ, რაც შეეხება პატიმრის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, კალაძის თქმით, ამაზე  პენიტენციური სამსახური ზრუნავს.

"ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური, რომელიც უზუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფას. 

დაპირისპირება რომ აქვთ ცხადია, არსებობს კონკრეტული კლანები, ვისაც სურთ გავლენები და სადავეების ხელში ჩაგდება, რაც აშკარად იკვეთება და აშკარად ჩანს," - აცხადებს კახი კალაძე. 

დღის ამბები