15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ეს იქნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ტრაგედია და თქვენ იზეიმებთ და იხარებთ ამით?" - გიორგი ბოტკოველი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირების და კამათის საგანი იყო.

"როგორ ფიქრობთ თქვენ, მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ეს იქნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ტრაგედია და თქვენ იზეიმებთ და იხარებთ ამით? "ქართული ოცნების" ე.წ. თავმჯდომარის გამოსვლა რას გულისხმობს? ეს გულისხმობს ზიზღს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ამ ქვეყნის მიმართ და ამ ქვეყნის განვითარების მიმართ. საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდებით და ებრძვით ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს და ზიზღს გამოხატავთ მათ მიმართ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველის ამ განცხადებას უპასუხა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ირაკლი ზარქუამ, რომელმაც ყურადღება ირაკლი კობახიძის ე.წ. თავმჯდომარედ მოხსენიებას გაუსვა.  

"ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში, დისერტაცია დაიცვა გერმანიაში, არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი. ამბობს ვინ? ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან ხაბე და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომ არის რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში, ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ კაცი," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები