15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ტიმოშენკოს შემთხვევასთან შედარება იმიტომ ეწყინათ, რომ სააკაშვილთან პარალელი ზუსტია

"იულიაც მანამდე იჯდა შშმ ეტლში, ვიდრე ქვეყნიდან არ გააყვანინა თავი და როგორც კი თავი სამშვიდობოზე დაიგულა, მაშინვე მოისროლა ეტლიც. ასე იზამს მიშაც!"- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს იმედი ჰქონდა და არწმუნებდნენ, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული რევოლუციას ჩაუდგებოდა სათავეში და ხელისუფლებას დაამხობდა. თუმცა აღმოჩნდა ციხის ნარებზე, სადაც გულუხვად და "ნულოვანი ტოლერანტობით" აგზავნიდა უდანაშაულო ადამიანებს.

"უკვე მერამდენედ ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგი სპეკულაციური კამპანიის აგორება. აბა თუ გაიხსენებთ და დათვლით, რამდენჯერ გამოაცხადეს ის მომაკვდავად, ანუ აქამდე კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.
თუმცა ცოცხალია და თუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ძირითადად, როგორც მისივე ოჯახის დაქირავებულმა ექიმებმა აღნიშნეს, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობის გამო, გამოწვეული პატიმრობის მიუღებლობით. მესმის მისი. იმედი ჰქონდა და არწმუნებდნენ, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული რევოლუციას ჩაუდგებოდა სათავეში და ხელისუფლებას დაამხობდა. თუმცა აღმოჩნდა ციხის ნარებზე, სადაც გულუხვად და "ნულოვანი ტოლერანტობით" აგზავნიდა უდანაშაულო ადამიანებს. ანუ გამწესდა იქ, სადაც წესით უნდა გამწესებულიყო, სხვას რომ თავი დავანებოთ მხოლოდ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო ეკუთვნის ციხე.
იულია ტიმოშენკოს შემთხვევასთან შედარება რატომ ეწყინათ და ეტკინათ "მიშას ორდენოსნებს"? იმიტომ რომ პარალელია ზუსტი. იულიაც მანამდე იჯდა შშმ ეტლში, ვიდრე ქვეყნიდან არ გააყვანინა თავი. და როგორც კი თავი სამშვიდობოზე დაიგულა, მაშინვე მოისროლა ეტლიც. ასე იზამს მიშაც!“- წერს ანჯაფარიძე.

დღის ამბები