"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტო იქნება ცალკე დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც თავის თავზე შესაბამის ფუნქციებს აიღებს.
"თეორიულად პარლამენტმა შეიძლება ანტიკორუფციული ბიუროს რომელიმე პირი აირჩიოს, მაგრამ პარლამენტის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული ოცნების" ხელშია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პრემიერის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ვერ იქნება, ცარიელი სპეკულაციაა.
საქართველოში მოქმედებებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პრინციპულ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს ან პრემიერი, ან საპარლამენტო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თანამედროვე დემოკრატია არის ის, რაც პირველი კურსის სახელმძღვანელოებში წერია. დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.