15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
არსებობს იმის საჭიროება, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა საქართველომ საკუთარი საზღვრების დაცვა შეძლოს, მინისტერიალზე ეს საერთო გზავნილი იქნება - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და მოლდოვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნატო-ს საბჭოს სხდომაზე, დახურულ კარს მიღმა, საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკუ პოპესკუს თქმით, მოლდოვა არ ისწრაფვის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, რადგან ნეიტრალური სახელმწიფოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი გულგრილები იქნებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

"მოლდოვა კონსტიტუციურად ნეიტრალური სახელმწიფოა, ის არ ისწრაფვის ნატო-ს წევრობისკენ. თუმცა, ნეიტრალურობა არ ნიშნავს თვითიზოლაციას, დემილიტარიზაციას და გულგრილობას იმის მიმართ, რაც ხდება მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინაში, რასაც ჩვენ ვგმობთ. ამ პრიზმიდან დაინტერესებულები ვართ ჩვენი ქვეყნის მედეგობის გაზრდით, მათ შორის ნატოსთან ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა გზებზე. გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიშინიოვში იმყოფებოდა. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების მთელი სპექტრი და ის, თუ როგორ მივიწევთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შევეხეთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-სთან და დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ, რომელსაც ორივე ქვეყანაზე ჰქონდა გავლენა," - თქვა პოპესკუმ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ჰუიტფელდტი ხაზს უსვამს რომ საქართველოს ნატო-ს სოლიდარობა სჭირდება.

"ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინა. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არსებობს იმის საჭიროება, რომ ვიყოთ ნამდვილად თანმიმდევრულები, რათა მათ საკუთარი საზღვრების დაცვა შეძლონ. მე ვფიქრობ, მინისტერიალზე ეს საქართველოს მიმართ საერთო გზავნილი იქნება," - განაცხადა ჰუიტფელდტმა.

დღის ამბები