15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
გადაიდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილი არჩევნები - რას აცხადებენ პარტიაში და რაზე იქნება ეს პროცესი დამოკიდებული

გადაიდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილი არჩევნები - შიდაპარტიული დისკუსია ყოველდღიურად მწვავდება თუმცა გეგმები კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

დღეს, პირველად ითქვა,რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის თავმჯდომარეობის არჩევნები გადაიდოს. ამ წუთებში ბოლო შეხვედრას მართავს სამუშაო ჯგუფი, მომავალ კვირას კი პოლიტიკური საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს.

"როგორი იქნება არჩევნები ღია თუ დახურული, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის აზრთა სხვადასხვაობა და ამ ყველაფერს პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს. ვართ კონცენტრირებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ამის შემდეგ არის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ყველაფერი მნიშვნელოვანი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ რომ ამის გამო, პროცესი გადაიდოს. თუკი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მაშინ რა გვეარჩევნება," - ავცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე. 

დღის ამბები