ბუქარესტის მინისტერიალი დასრულდა. ნატო-ს წევრი ქვეყნების გარდა, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა უკრაინაში ომის და უსაფრთხოების სხვა არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამოცდილებით მათ ისწავლეს რომ საქართველოს და მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნების სწრაფი დახმარებაა საჭირო.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მოლდოველ და ბოსნიელ კოლეგებთან ერთად დასკვნით სესიაზე მივესალმეთ. გამოვთქვით ჩვენი სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, თუ არსებობს ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინამ გვასწავლა ის იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მათ "ახლა" უნდა დავეხმაროთ. რაც უფრო მეტ მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ მათთვის - განსხვავებულად, თუმცა რუსული ზეწოლისა და გავლენის შესაბამისად - მით უკეთესია. უმჯობესია მათი მხარდაჭერა ახლა, რადგან წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრით ვიხილეთ, რომ ყველაფერი არასწორი მიმართულებით განვითარდა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს საქართველოში სწავლებისა და შეფასების ცენტრი, ათობით ნატო-ელი მწვრთნელით. მოკავშირეებმა გააკეთეს ახალი განცხადებები სამომავლო დახმარების თაობაზეც, რადგან საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობა გვჭირდება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ყველა მოკავშირემ გამოთქვა და ამავდროულად, ხაზი გაუსვა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობასაც. ისევე როგორც, საქართველოსთან ერთად მუშაობის აუცილებლობას, იმ მხარდაჭერის გაზრდილი პაკეტის იმპლემენტაციისთვის, რომელზეც ჩვენ ყველა შევთანხმდით," - განაცხადა სტოლტენბერგმა.