ეს განცხადება გავაკეთე საჯაროდ და ცხადია დამალული ვერავისთვის იქნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 3 დეკემბერს აქცია დაგეგმა და ამის შესახებ თანაპარტიელებმა ბრიფინგიდან გაიგეს. სწორედ ეს გახდა პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი.
"ეს განცხადება გავაკეთე საჯაროდ და ცხადია დამალული ვერავისთვის იქნება. მე კონსულტაციები მქონდა ჩემს მეგობრებთან და ჩემს თანამებრძოლებთან. შესაბამისად, გავაკეთე საჯარო განცხადება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის., როდესაც საზოგადოებას ბრიფინგით აცნობ პრეზიდენტ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე. როგორც მე, ასევე ნიკას უფლება გვაქვს, ინდივიდუალურად კონკრეტული ინიციატივები გავაჟღეროთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.