შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოში შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან - ქერენ ჩეისონთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.