სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოსთან არსებული პარტნიორობით კმაყოფილია, თუმცა მზადაა დაეხმაროს ქვეყანას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
კოლომინამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი დაეხმარება საქართველოს ნატო-სთან დაახლოების გზაზეც.
"უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დაწყებისთანავე ნათელი და თვალსაჩინო გახდა, რომ ეს შეიძლება შეხებოდა ზოგიერთ ჩვენს ძვირფას პარტნიორს, საქართველოს, მოლდოვასა თუ ბოსნია-ჰერცეგოვინას. ამიტომ, მადრიდში ჩვენმა ლიდერებმა გადაწყვიტეს დაემტკიცებინათ საჭიროებებზე მორგებული დახმარების პაკეტი. სექტემბრიდან მოყოლებული ჩვენ მათ იმპლემენტაციას ვახდენთ, რომლის ჩარჩოსაც კვლავ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმოადგენს. ახალი ზომები ეხება მედეგობას, კიბერ სივრცეს, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ უსაფრთხოებას, სიტუაციურ ცნობიერებას, კრიზისის მენეჯმენტს. ვცდილობთ, საქართველოს იმაზე მეტად დავეხმაროთ, ვიდრე აქამდე. ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს, შესაძლებლობების გაძლიერებას. მარტში გვქონდა ნატო-საქართველოს ძალიან წარმატებული წვრთნები, რომელშიც 600 ჯარისკაცი ეფექტურად გაიწვრთნა.
არსებული პარტნიორობით ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. საქართველოს სჭირდება რომ გააგრძელოს იმაზე მუშაობა, რასაც მისგან მოვითხოვთ. რიგი საკითხები მსგავსია იმისა, რაც ევროკომისიამ ევროპული პერსპექტივის დამტკიცების შედეგად გამოავლინა. იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ნატო-შიც აღვნიშნეთ კიდეც, რადგან ეს პროცესები ერთმანეთს დაეხმარება და არაა შემთხვევითობა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია იგივეა, რაც ჩვენ გავეცით რამდენიმე თვის წინ. საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს გზა და ამავდროულად ჩვენც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას საჭიროებაზე მორგებული პაკეტის იმპლემენტაციაზე, პოლიტიკურ დიალოგზე მუშაობით. მხოლოდ 2022-ში საქართველო 4 უმაღლეს მინისტერიალსა და სამიტს დაესწრო, ყველაფერს რაც შეგვიძლია, საქართველოს მხარდასაჭერად," - განაცხადა კოლომინამ.