15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა, ან ეს სააკაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ხაჭაპურიძემ Pia.ge-ს განუცხადა.

"შემიძლია გითხრათ, რომ არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობას. გამოვრიცხავ, რომ სუსი მითვალთვალებდეს. ისეთი კუსტარული აპარატურა იყო დამონტაჟებული, ძველი, რომ არ მგონია, სუსი მაგით მუშაობდეს. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს ღიად ვლაპარაკობ, ამიტომ არ მგონია, ამის გამო მისმენდნენ. მე მყავდა ჩემი მეგობარი მოყვანილი, რომელიც სპეციალისტია და ამიხსნა, რომ ეს სპეცსამსახურების არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ძალიან კუსტარული წესით დამზადებული აპარატურაა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე - დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მან აღნიშნა: "არ ვიცი, სააკაშვილის საქმეზე შუამდგომლობას ვამზადებ მთელი დღეა, არ მაქვს ინფორმაცია".

მანამდე, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მან სახლსა და მანქანაში მოსასმენი აპარატურა იპოვა.

დღის ამბები