15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა დატოვა გუნდი, რომელშიც არათუ არავინ ერთმანეთს არ აგინებს და ჭამს, ყველა ერთ მუშტად არის შეკრული და ქვეყნის ინტერესებს იცავს - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალი" აგინებს "ნაციონალს", "ნაცმედიის" ჟურნალისტი აგინებს "ნაცმედიის" ჟურნალისტს; "ნაცმოძრაობაში" უკვე ისე დაერივნენ ერთმანეთს, ვინ ვის ჭამს, წესიერად ვეღარც გაარჩევ – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი.

"ამ პარტიას და მის ტელევიზიებს სძულთ ყველა და ყველაფერი წმინდა - სახელმწიფო, ეკლესია, ქვეყნის წინსვლა, სიმშვიდე, მშვიდობა და ქართველი სპორტსმენების წარმატებაც კი. "ნაციონალების" სიძულვილს შეუძლებელია რამე მოუხერხო, მაგრამ მათ მიერ ერთმანეთის გინება და ჭამა ნამდვილად საშური შედეგია და ამისათვის ბიძინა ივანიშვილი საგანგებო დაფასებას იმსახურებს.

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა გუნდი, რომელშიც არათუ არავინ ერთმანეთს არ აგინებს და ჭამს, ყველა ერთ მუშტად არის შეკრული და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მედიაგარემო, სადაც, ნაცმოძრაობის რუპორების გარდა, არცერთი მედიასაშუალება ზიზღსა და სიძულვილს არ თესავს და არცერთი ჟურნალისტი მეორე ჟურნალისტს არ უპირისპირდება. "ნაციონალების" შიდა დაპირისპირება და ურთიერთაუტანლობა სწორედ იმის შედეგია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ სისტემას მათ ძვრა ვერ უყვეს, საზოგადოება მარწუხებში ვეღარ მოაქციეს, ქვეყანა ომში ვეღარ ჩართეს და სასოწარკვეთილების შედეგად, ერთმანეთის ჭამასა და გინებაზე გადავიდნენ.

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ავტორიტარიზმი დაამარცხა და თავისუფლება და დემოკრატია დაამკვიდრა. დემოკრატიას, გარდა სხვა სიკეთეებისა, ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეც ახასიათებს - თავისუფლების პირობებში, კარგიც და ცუდიც თავის სახეს სრულად წარმოაჩენს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა დემოკრატიულმა წყობამ "ნაციონალებს" მისცა თავისუფლება, საკუთარი სახე და უსამშობლო ბუნება კიდევ ერთხელ სრულად ეჩვენებინათ. საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უყვარს საკუთარი ქვეყანა, ეკლესია, სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და უნდა მშვიდობა საკუთარი ქვეყნისთვის," - აცხადებს ქადაგიშვილი.

დღის ამბები