15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
გამოწვევებია, რომელიც ნამდვილად არ მომწონს - ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძემ კონკრეტულად არ ასახელებს თუ ვის ინტერსშია პარტიის დასუსტება, თუმცა, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევებიდან ენმ გაძლიერებელი გამოვიდეს.

"ვინ გადაწყვიტა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდება ან დასუსტებულია?!  - გამოწვევებია, რომელიც ნამდვილად არ მომწონს. პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ პროცესიდან ჩვენ გამოვიდეთ გაძლიერებულები. ვინც ოდნავ მაინც გადაუხვევს იმ გზიდან, რასაც ჰქვია პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერესი არ დაემთხვევა, ჩემს ინტერესებს. რაც შეეხება როგორი უნდა იყოს პროცესი, პროცესი თუ იქნება გამჭვირვალე, ურთიერთბრალდებებისგან დაცლილი და ყველა მხარეს ჰქონდეს სრულფასოვანი განცდა იმისა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, მაშინ ეს იქნება ძლიერი პროცესი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები