15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
არ ვემხრობი მიხელი სააკაშვილის სასამართლომდე აქციების იდეას, თუმცა მივალ - ხატია დეკანოიძე 3 დეკემბრის აქციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ შაბათს, 3 დეკემბერს, "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის დაანონსებას ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აქციის გამართვას სასამართლომდე არ ემხრობა, თუმცა მისვლას მაინც აპირებს.

"არ ვემხრობი სასამართლომდე აქციების იდეას და ეს არავისთვის დამიმალავს. ბრიფინგიდან არ გამიგია, ვიცოდი, ცოტა ადრე გავიგე. მე ჩემს მეგობრებს, სანამ ბრიფინგი იქნებოდა, ვუთხარი ამის შესახებ. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენი მთავარი საქმიანობა უნდა იყოს საჯარო პირველ რიგში, და რასაც ვფიქრობთ, ის პოზიცია უნდა დავიცვათ. მე იმ პოზიციას, თუ როგორ მესახებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ვიცავ და ვაკეთებ ყველაფერს, როგორც მესახება.

როგორ წარმოგიდგენიათ, მე რაც არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მე მოქმედ თავმჯდომარესთან ძალიან ბევრი შეკითხვა შეიძლება მქონდეს, ავდგე და ყველაფერი ნიკას დავაბრალო. რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. ამიტომ აქციაზე მივალ, რა თქმა უნდა. ყველგან მივალ სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა. ჩემთვის გაცილებით მნიშნველოვანია ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მშვიდობიანი აქცია, თუმცა ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, სულ რომ ყველა დამიპირისპირდეს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები