15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"არცერთი მამაკაცი არ არის კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, აქ ვარ ძალიან კატეგორიული და ხისტი" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ქალთა მიმართ ძალადობას და ფემიციდის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ის დანაშაული, რომელზეც ყველა უნდა საუბრობდეს ხმამაღლა და მოძალადეებს ამხელდეს. 

"მე მინდა მივმართო ყველა მამაკაცს და საქართველოში კარგად გამიგებენ - არცერთი მამაკაცი არ არის კაცი, რასაც ქართველები ვეძახით, რომელიც ქალზე ძალადობს. ყველას აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლისგანაც ეს მოდის და სჩადიან საზარელ დანაშაულს, რომლის დაგმობა კი არა, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს და ამის წინააღმდეგ ასეთი სიტყვებით, განცხადებებით, ქმედებებით გამოვიდეს. უნდა ვამხილოთ ყველა, ვინც ასეთ საზარელ დანაშაულს სჩადის ქალის მიმართ. აქ ვარ ძალიან კატეგორიული და ხისტი. ეს სათქმელია აუცილებლად - არცერთს კაცი არ ჰქვია, ვინც ქალზე ძალადობს,"  - განაცხადა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები