ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა. საქართველოს პრემიერმა და კავკასიისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში.
საქართველოს პრემიერმა ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთ გზად მოლაპარაკებები დაასახელა. შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.