25 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმის განხილვა დასრულდა - მოსამართლეთა კოლეგიამ მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებს ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 - 5 000 ლარი დააკისრა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრების მიერ ტელეეთერებში გაკეთებული განცხადებები, სადაც უჩა მამაცაშვილს კორუფციაში ადანაშაულებდნენ, ცილისმწამებლური იყო.

"არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ, იმიტომ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები. მთელი მათი კამპანია დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტალახის სროლაზე, დანაშაულის დაბრალაბაზე, რის გამოც სასამართლომ მიიღო სრულიად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება," - განაცხადა უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა. 

დღის ამბები