ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. სასამართლოში ამჯერად ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, მათ შორის თვითმხილველები, ექსპერტი და ფსიქიატრი.
სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელსაც სიტყვის უფლებით არ უსარგებლია, თუმცა სიტყვა ითხოვა დაზარალებულის მხარემ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ მოკლული ქალის დედამ მოსამართლეს მიმართა. მან დაკავებულის კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
გამოძიების ინფორმაციით, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე ავტობუსში, სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ რაულ მებონიამ ცოლს დანით, ათამდე ჭრილობა მიაყენა, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.