27 აგვისტო 2026,   04:35
ვრცლად
ფონდმა ”შენთვის” საქველმოქმედო გალა-ვახშამი ”კიდევ ერთი ახალი სიცოცხლისთვის” გამართა

უშვილო წყვილების დახმარების ფონდმა ”შენთვის” საქველმოქმედო გალა-ვახშამი ”კიდევ ერთი ახალი სიცოცხლისთვის” გამართა. ღონისძიებაზე მე-500 ახალი სიცოცხლის დაბადება აღინიშნა.

ფონდის დახმარებით, თბილისსა და რეგიონებში, ათასობით უშვილო წყვილს ჩაუტარდა უფასო კვლევა და კონსულტაცია. საქველმოქმედო ვახშამზე, ასევე, გაიმართა აუქციონი, შემოსული თანხა უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების დაფინანსებას მოხმარდება.

დღის ამბები