27 იანვარი 2023,   09:16
ვრცლად
მასშტაბური თავდასხმები უკრაინაში - რუსეთმა სარაკეტო შეტევა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განახორციელა

ოკუპანტების მასშტაბური თავდასხმებით დაიწყო 5 დეკემბერი უკრაინაში. თავდასხმა მოხდა ზაპორიჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დაშავებულების შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა კრივოი როგში.

თავდასხმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. ქალაქის მახლობლად დაღუპულია ერთი სამოქალაქო პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 5-ჯერ დაიბომბა ჰერსონი. დაზიანებულია სახლები და გაზსადენი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორი - არიან დაშავებულები.

თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა სუმის ოლქის ერთი სასაზღვრო სოფელიც.


დღის ამბები