საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას განაგრძობს, ასევე მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საქართველოსთვის ახალი რეკომენდაციებია გაწერილი.
საუბარია, სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახორციელებელ ნაბიჯებზე, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებზე.
ანგარიშში წარმოდგენილია შეფასება ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთის, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს მიმართ.
კომისია მიიჩნევს, რომ ყველა შეფასებულმა ქვეყანამ აუცილებელია უზრუნველყონ კრიტერიუმების უწყვეტი შესრულება.