26 აგვისტო 2026,   08:13
ვრცლად
ადვოკატის ცნობით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც პენიტენციური სამსახურიდან ყოფილი პრეზიდენტის პირად საქმეს მიიღებს

"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი ილია ლომია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

რაც შეეხება სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე, სასამართლოს ჩანიშვნის საკითხს, ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ პენიტენციური სისტემიდან უკვე გამოითხოვა ინფორმაცია სააკაშვილის პირად საქმეზე, თუმცა მისი თქმით, სამსახური დოკუმენტების გადაგზავნას აჭიანურებს.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა გიული ალასანიაც.

"მოსამართლემ მიმართა პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის გადმოგზავნის თაობაზე, როგორც კი მიიღებენ აღნიშნულ პირად საქმეს, ჩაინიშნება სასამართლო სხდომა. 

არ გამოვრიცხავთ იმ გარემოებას რომ პენიტენციური სამსახური ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნის მიღებას," - განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები