ომბუდსმენი "სასამართლო მეგობრის" სტატუსის გამოყენებას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას, დღეს აპირებს. დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს და მისი რეკომენდაციაა გაითვალისწინოს სასამართლომ ეს ვითარება და საკითხი დროულად გადაწყვიტოს.
ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.
"პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება სსკ-ის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში, სულ მცირე, ითვალისწინებს მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდისგან გადავადებას.
ვეცდები, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავგზავნოთ," - აცხადებს ლომჯარია.