26 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება-დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული სხდომას, ჯერჯერობით, უცნობია

გადაუვადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი, ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოსამართლე ორ შუამდგომლობას განიხილავს, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე ექსპრეზიდენტის განთავისუფლებას,ან ალტერნატიულ ვერსიად სასჯელის გადავადებას ითხოვს. 

პროცესზე დაიკითხებიან სასამართლო სამედიცინო და დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე კლინიკა "ვივამედის" ექიმები. ადვოკატების შეფასებით, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე პროცესი იქნება საჭირო. დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, უცნობია. ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტმა განხილვაზე დასწრება თავად მოითხოვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, სააკაშვილი სასამართლოს ონლაინ ჩაერთოს.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სასამართლომ უნდა მიიღოს სასჯელის გადავადების, ან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. 

"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად არის ასახული ექსპერტების მიერი მიხეილ სააკაშვილის დაავადების თაობაზე მოსაზრებები, თუ როგორია დაავადების ხარისხი და ჩვენ, როგორც იურისტებს მიგვაჩნია, რომ ეს სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლის შედეგადაც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადების, ან მისგან გათავისუფლების თაობაზე,"-აცხადებს ილია ლომია.

დღის ამბები