ბრიუსელში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან. დისკუსიის თემები იქნება, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავლის განსაზღვრა, ასევე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები.