15 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს - ოლივერ ვარჰეი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს- ამის შესახებ აღნიშნულია ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.

ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

ვარჰეის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.

დღის ამბები