მიმდინარე კვირაში საარჩევნო რეფორმას კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, კანონპროექტში 13 ცვლილება შევიდა.
ოპოზიციის ნაწილი მიმდინარე პროცესს მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს და ამბობს რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. "ქართულ ოცნებაში" კი იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია კანონპროექტს მხარს დაუჭერს.