ბრიუსელში დილიდან შეიკრიბნენ ევროპულ საქმეთა საკითხებში მინისტრები შეიკრიბნენ - შეთანხმდება თუ არა მძიმე წლის ბოლოს ევროპა გაზის ფასის ლიმიტზე, მათ წინ რთული განხილვა ელით, რადგან მოსაზრებები განსხვავებულია გადაწყვეტილება კი ერთი უნდა იყოს.
ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პასუხად, ენერგორესურსებზე უნდა დაწესდეს ფასის ზედა ზღვარი, ეს კი მათ ეკონომიკებს არასტაბილურობისგან დაიცავს.
ევროპის ნაწილი ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ მინისტრები შეკრებამდე მედიასთან გაფართოების საკითხსაც შეეხნენ, ამ კონტექსტში კი, უკრაინასთან ერთად, ისევ ახსენეს საქართველო და მოლდოვა.
საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრი აგნეს პანიერ რუნაშერი აცხადებს, რომ საჭიროა გაზზე მაღალი ფასებისგან თავდაცვა.
"ჩვენ მოვითხოვთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სამ მთავარ ამოცანას ვუპასუხოთ : 1.გაზზე ზედმეტად მაღალი ფასებისგან დავიცვათ ჩვენი ინდუსტრიული კომპანიები, 2. დავრწმუნდეთ ფინანსური ბაზრის უსაფრთხოებაში, 3. გადავჭრათ გაზის მიწოდების საკითხი მომავალი ზამთრისთვის. კომპრომისი მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველა ჩამოთვლილი მიზანი ერთნაირად მნიშვნელოვანია,"- აცხადებს რუნაშერი.
ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი იოზეფ სიკელა აცხადებს, რომ ევროპას დასაკარგი დრო არ აქვს.
"ევროპას დასაკარგი დრო აღარ აქვს. დღეს ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. ეს დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ იმგვარი სიტუაცია, როგორიც ზაფხულში ვიხილეთ, როდესაც გაზის ფასი ექსტრიმალურად გაიზარდა. მოქალაქეები და ბიზნესები ჩვენგან ელიან, რომ მკაფიო გადაწყვეტილებით დავუბრუნდებით. მე მესმის ყველას იმ ქვეყნის წუხილი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები აფერხებს.მაგრამ მჯერა, რომ მაგიდაზე გვაქვს მკაფიო შეთავაზება, რომელიც გარანტიას იძლევა თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ შეთანხმება შეგვიძლია,"- აცხადებს სიკელა.