კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო და სამეცნიერო რესურსებს გააზიარებენ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო სესიების, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება.