ახალი კვლევითი პროექტი, რომელმაც დაზვერვის სამეცნიერო მიმართულების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს - მისი განხორციელება ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისისა" და საქართველოს დაზვერვის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.
სამომავლოდ დაგეგმილია - უნიკალური კვლევის ჩატარება, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიის იმ პერიოდების შესწავლას, როდესაც სადაზვერვო საქმიანობა აქტიურად გამოიყენებოდა. მოეწყობა დისკუსიები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან.