15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს, ჩვეულებრივი ტერორია, რასაც გუშინ ვუყურეთ - თავდაცვის მინისტრი სააკაშვილზე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით და ახლაც იგივეს აგრძელებს. მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები არის ჩვეულებრივი ტერორი.

"ამ კადრებით საზოგადოებამ დაინახა და ამაზე მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა? იქ არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოითხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას," - განაცხადა ბურჭულაძემ.

დღის ამბები