27 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
თბილისში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა ქვეყნის ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით კონფერენცია გამართა

თბილისში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა ქვეყნის ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით კონფერენცია გამართა.

ღონისძიების მიზანია, ხაზი გაესვას გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე ფემიციდის აღმოფხვრისთვის ძალისხმევის გაერთიანებას.

კონფერენციას არჩილ თალაკვაძე, კელი დეგნანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ეს არის ეროვნული კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა გენდერული თანასწორობა. ეს ყველაფერი ხორციელდება გაეროს ადგილობრივი გუნდის ფარგლებში, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. წარმოდგენილია 40 სხვადასხვა მხარე, მათ შორის არიან განვითარებაზე მომუშავე პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენ ხაზს ვუსვამთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება, რადგან ეს  თემა გადამწყვეტია ქვეყნისა და გაეროს მდგრადი განვითარებისთვის. გვაქვს დაპირება, რომ 2030 წლისთვის რეალურად იქნება მიღწეული შედეგი, მაგრამ ჯერ ამ მიზნის გზაზე კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მოხარული ვართ, რომ აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის აქ იმყოფებიან მთავრობის წევრებიც," - აცხადებს გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.

დღის ამბები